პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც გუშინ დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„კიევში აშშ-ის საელჩომ დროებით შეცვალა ოპერაციები 20 ნოემბერს, პოტენციური გარდაუვალი საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო განგაშთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვნენ და მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიძიონ თავშესაფარი.
შეგახსენებთ, გუშინ საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.