არქივი14 იანვარი 2024, 05:58
კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო
უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს დილით, ქალაქ კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო, რომელიც დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, არსებობდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა შეინიშნებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.