ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევმა რუსეთში მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინული მედიის განცხადებით, კიევმა რუსეთში, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩაატარა.
წყარო გამოცემას უბენბა, რომ ეროდრომზე განთავსებული იყო SU-34 და SU-27 ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, გარდა თვითმფრინავებისა, თავდასხმის დროს მოკვდა ან დაშავდა 20-მდე რუსი სამხედრო პერსონალი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმას ადასტურებენ რუსეთშიც. თვითმხილველების თქმით, აეროდრომთან ათობით დრონი შენიშნეს და აფეთქების ხმა 60-ზე მეტჯერ გაიგონეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.