კიევის განცხადებით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემი რუსულ ნაღმზე აფეთქდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთამზიდი, რომელიც მდინარე დუნაის პორტში მარცვლეულის ჩასატვირთად მიემართებოდა, შავ ზღვაში ნაღმზე აფეთქდა ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი სამხედროები ავრცელებენ.
ს განცხადებით აღნიშნული ფაქტი გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე ს გაძლიერებული თავდასხმების შედეგია.
„შავ ზღვაში. პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა მტრის საზღვაო ნაღმზე.. რის შედეგადაც გემმა დაკარგა კურსი და კონტროლი, შედეგად გაჩნდა ცეცხლი ზედა გემბანზე“, – წერს უკრაინის სამხრეთ სამხედრო სარდლობა Telegram-ზე.
ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი სამედიცინო დახმარება ბორტზევე აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ბუქსირები. თუ რომელ დღეს მოხდა ინციდენტი ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ივლისის შუა რიცხვებიდან, მოსკოვმა გაზარდა უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაზარდა, მაშინ როდესაც მან მარცვლეულის შეთანხმება დატოვა.
მას შემდეგ კიევმა დაადგინა ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპირობს მოიცავს.