ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. კიევის მერიის და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოლომენსკის რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი, ხოლო პეჩერის რაიონში - არასაცხოვრებელი შენობა. დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის მოწინააღმდეგემ კიევს ანექსირებული ყირიმიდან შეუტია ორი ბალისტიკური რაკეტით. უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს.
კიევზე სარაკეტო თავდასხმა იყო 21 და 24 მარტსაც.
დღეს, 25 მარტს გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ელექტროქვესადგურები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.