ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში.
31 მაისს, დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს კურსკის ოლქიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი კ“, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა კერძო სახლი, ავტოსამრეცხაო, სასაწყობე შენობა და 6 ავტომობილი. არავინ დაშავებულა.
ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევა იყო უკრაინის ქალაქ ხარკოვზეც, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს 5 საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.
უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის. კიევი პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით დამატებით დახმარებას, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.