ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები

კიევზე დრონებით შეტევა იყო, არიან დაჭრილები

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დარნიცკის რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი კორპუსი. არიან დაჭრილები.
საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ, 27 ივლისს ღამით დაიწყო და 28 ივლისის 04:50 საათამდე გაგრძელდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
27 ივლისს, საღამოს რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის იუნაკოვსკის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 მშვიდობიანი მოქალაქე.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.