კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას

კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი -ს გენერალური პროკურორის, პემ ბონდის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან მოლოტოვის კოქტეილის სროლა შიდა ტერორიზმად შეაფასა.
დეპუტატის თქმით, -ს გენერალური პროკურორის განცხადების ფონზე უფრო სამარცხვინო ჩანს სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება. მისი განმარტებით, ასევე სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რადგან სწორედ მათი მხრიდან ფინანსდებოდა კამპანია „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“.
„აბსოლუტურად ვეთანხმები აშშ-ს გენერალურ პროკურორს იმიტომ, რომ თავდასხმა პოლიციელებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ცეცხლის წაკიდება ცოცხალი ადამიანებისთვის შეუძლებელია სხვანაირად შეფასდეს თუ არა ტერორიზმად და ბუნებრივია, ასე უნდა მივუდგეთ ჩვენც.
ამის ფონზე, კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი, ადამიანი- რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა და მათ ცოცხლად დაწვას ცდილობდა. კიდევ უფრო სამარცხვინოა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა კამპანიას- „მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი“ და ამით ახდენდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას. კამპანიის მეორე ნაწილი იყო – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“. ეს არის სამარცხვინო და ორმაგი სტანდარტი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.
Previous: ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა