არქივი23 თებერვალი, 2024, 10:56
კიდევ ერთი წელი "რეალში"? - ნაკრებში დაბრუნებულ კროოს მადრიდელები ახალ წინადადებას უმზადებენ
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეალი" გუნდის ნახევარმცველ ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგლძრივებას შესთავაზებს.
მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის ევრო 2024-ზე ითამაშებს.
ვეტერან შუახაზელს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და არაერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს.
საბოლოო გადაწყვეტილება თავად კროოსზე იქნება და ის პასუხს ალბათ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იტყვის.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.