კვირიკეში სასოფლო სამეურნეო მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში სასოფლო სამეურნეო მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეების თქმით, სოფელში ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები, ადგილობრივებს ჩამოართვა და ინვესტორს ერთ ლარად გადასცა.
სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მიწებს სასოფლო დანიშნულებით იყენებდნენ.
“მიწები წლების განმავლობაში მათი საკუთრება იყო, წინაპრების მიერ დატოვებული. ერთ დღეს, ხელისუფლებამ ინვესტორს ჩალის ფასად, ტერიტორია ერთ ლარად გადასცა, რაც არის ხალხის ქონების განიავება. ახლა კეთილი ინებოს ხელისუფლებამ ინვესტორი დაიბაროს და ორი ლარი გადაუხადოს და ხალხს მისი საკუთრება დაუტოვოს, ხალხს ეს ტერიტორია დამუშავებული ჰქონდათ, ახლა ტყეა. მიწა გლეხს უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს