კვირას, 18 საათზე, “დაიტოვე” საპროტესტო მსვლელობას გეგმავს

ფეისბუქ ჯგუფი “დაიტოვე” საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეკრება კვირას, 10 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, საღამოს 18 საათზეა დაანონსებული:
“კვირას, 10 ნოემბერს, 18:00-ზე, თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით დაიტოვეს მსვლელობისთვის!
ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და ამ მსვლელობით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს შემდეგ ერთობლივ ბრძოლას.
ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზებით ვერ ვპოულობთ საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში, ამიტომ გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენს გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გელოდებით ყველას კვირას!
სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი.” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში