არქივი26 აპრილი, 2026, 01:20
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
სერია B-ს ოცდამეთექვსმეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „კარარეზეს“ 3:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: Sofascore 7.2, Flashscore 6.9.
სტუმართა რიგებში დაჩი ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო.
„ფროზინონემ“ ბოლო 13 მატჩიდან 7 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 75 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - კარარეზე 3:0
გოლები: 1:0 კალო (54, პენ), 2:0 ფიორი (72), 3:0 კონე (90+6, პენ)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.