არქივი31 ოქტომბერი, 2024, 10:36
კვერნაძის პირველი შედეგიანი მოქმედება "ფროზინონეში" და ფრე "სუდტიროლთან [VIDEO]
სერია B-ს მე-11 ტურში "ფროზინონე" "სუდტიროლს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ საგოლე პასი შეასრულა და თავი პირველი საგოლე მოქმედებით გამოიჩინა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
"ფროზინონე" სერია B-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.