ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“კვდებაო და აგვიხსნან ექიმებმა, როგორ გადარჩა” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერები “ვივამედის” ექიმებისგან ახსნას ითხოვენ, როგორ გადარჩა სააკაშვილი.
გურამ მაჭარაშვილი:
“ვიზუალურად, ჩვენ ვთვლით, რომ ის უკვე აღარ ექვემდებარება საჭიროებას, რომ იყოს სამკურნალო დაწესებულებაში. როგორ გადარჩა მაშინ? გიმტკიცებით, რომ საქართველოს ჰაერი არ ჰყოფნიდა და ევროპის ჰაერი უნდოდა, თუ რა უნდოდა, იმიტომ, რომ ვერცერთი დასკვნა ვერ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ აქ რამე არ იკურნებოდა. ამას ვერ მეუბნებოდით, მაგრამ თქვენ ამბობდით, რომ კვდებაო აქ, აქ ვერ გადარჩებაო და ახლა მე მაქვს კითხვა – როგორ გადარჩა? ეხლა გვითხრან იმ ექიმებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოში ვერ გადარჩებოდა სააკაშვილი, როგორ გადარჩა, ახლა აგვიხსნან”.
მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა.
ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ პატიმარი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.
ვივა მედის პოზიცია უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.