პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარიათში ზღვაში მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი დღეს იპოვეს.
მაშველებმა სამძებრო სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყეს, როდესაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.
კვარიათის სანაპიროსთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.