ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო

"კვარა" შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მა "ლივერპულთან" მატჩამდე "ლილს" ადვილად მოუგო

ლიგა 1-ის 24-ე პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ლილი“ 4:1 დაამარცხა
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია წინა ოთხ მატჩში სასტარტოში დააყენა, ამჯერად კი 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. მან ბარკოლას ლამაზი პასით გაატანინა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო დევიდმა სხვაობა შეამცირა.
პსჟ 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 14 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 6 მარტს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
პსჟ - ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა (6),
2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.