ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება

ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
„კაპიტნობა დიდი ტვირთია, მაგრამ ეს დიდი დაფასებაა. გუნდში გვყავს სხვა ფეხბურთელები, ლიდერები, თითოეული კაპიტანია და მთავარია, ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დაფასებაა, მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც გადაწყვიტა კაპიტანი ვყოფილიყავი. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და იმას, რომ რომ ვიყო მაგალითი ფეხბურთელებისთვის.
ჩვენ გასახდელში ერთი გუნდი ვართ. რაც შეეხება ვიცე-კაპიტანს, რა თქმა უნდა, კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება“.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.