არქივი24 ივნისი 2025, 12:09
კვარაცხელია და მესი ერთმანეთს ატლანტაში დაუპირისპირდებიან - ცნობილია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ორი მერვედფინალური წყვილი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე A და B ქვეჯგუფში დასრულდა მესამე ტურის მატჩები და გაირკვა პირველი ორი მერვედფინალური წყვილი.
A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა „პალმეირასმა“, მეორე – „ინტერ მაიამიმ“. B ჯგუფში პირველი იყო „პარი სენ-ჟერმენი“, მეორე ადგილზე კი „ბოტაფოგო“ გავიდა.
ასე რომ, მივიღეთ ორი მერვედფინალური წყვილი:
28 ივნისს „პალმეირასი“ და „ბოტაფოგო“ შეხვდებიან ერთმანეთს.
29 ივნისს „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერ მაიამის“ დაპირისპირებას ვიხილავთ.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.