ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელია: გაჩერებას არ ვაპირებთ, რაკი პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. თამაშის უნარი გვაქვს

უბედნიერესი ვარ მართლა. ასეთი გახარებული ალბათ არ ვყოფილვარ არასდროს. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ.
დარწმუნებული ვარ, ბევრია ბედნიერი საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით.
გაჩერებას არ ვაპირებთ, რახან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველამ უნდა ვითამაშოთ...
საოცარი გულშემატკივრობა იყო, ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ თითოეულმა ფეხბურთელმა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვეგო და ძალიან ბედნიერები ვართ, სიტყვები მართლა არ მყოფნის, ყველას დიდი მოკითხვა - ცუდს და კარგს, არ აქვს მნიშვნელობა. წინ და წინ უნდა წავიდეთ ქართველები აუცილებლად.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.