ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელია არ იყიდება - „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას მამას და აგენტს უპასუხა

„ნაპოლიმ“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მამის, ბადრი კვარაცხელიას.
საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელების მომავალს არა მამა და აგენტი, არამედ თავად კლუბი წყვეტს.
„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის და მისი მამის, ბადრის საპასუხოდ „ნაპოლი“ იმეორებს, რომ მოთამაშეს კლუბთან კიდევ 3 წლით აკავშირებს კონტრაქტი.
კვარაცხელია არ იყიდება.
ნაპოლისთან კონტრაქტით დაკავშირებული ფეხბურთელების მომავალს არა მამა და აგენტი, არამედ თავად კლუბი წყვეტს. ამბის დასასრული”, – დაწერა „ნაპოლიმ“.
შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიამ და მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დიმა ობოლაძესთან კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრეს. მათ განაცხადეს, რომ აღარ სურთ ფეხბურთელის „ნეაპოლში“ დარჩენა გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა. თუმცა ჯუღელმა აღნიშნა, რომ ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას გადასაწყვეტი, რომელთანაც ჯერ არ უსაუბრიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.