ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კვარაცხელიას შეცვლა ვაჟკაცობაა, "ნაპოლიმ" სული გამოაჩინა" - იტალიური პრესა კალცონას აფასებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხვიჩა კვარაცხელიას 67-ე წუთზე შეცვლა გახლავთ, რაც დიდ მოულედნლობად ჩაითვალა.
Gazzetta dello sport წერს, რომ ჯერ მხოლოდ 24 სააათი მუშაობის შემდეგ მწვრთნელის შეფასება შეუძლებელია, მაგრამ კვარაცხელიას მოხსნა პირველივე მატჩიდან ნამდვილი ვაჟკკაცური საქციელი გახლდათ.
Coriere dello sport-ის ნაუბარით, "ნაპოლის" 75 წუთი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ კალცონას შეცვლებმა გაამართლა, ოსიმენმა კი ბოძებული შანსი გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ "პარტენოპეიმ" თავისი მებრძოლი სული კიდევ
ერთხელ გამოაჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.