ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დარიო მარკოლინმა რადიო Kiss Kiss-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ ტექნიკურ უნარებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გუნდში მისთვის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მიერ ჩაფიქრებულ ახალ როლზე გაამახვილა:
„კარგ ფეხბურთელს ყველგან შეუძლია თამაში. გახსოვთ კვარაცხელია, მხოლოდ საჯარიმოსთან განაპირა შემტევად რომ ირჯებოდა? თუმცა, დიდი ფეხბურთელები თავად ირჩევენ პოზიციას და ამ ახალ როლშიც თავს ჩინებულად წარმოაჩენენ. ქართველის შესაჩერებლად ორი მეურვეა საჭირო, ვინაიდან არაპროგნოზირებადია, „მემარჯვენეა“, თითქოს ყოველთვის მარჯვენა ფეხით ამოძრავებს ბურთს, მაგრამ მარცხენათიც წარმოუდგენლად თამაშობს. დღეს ის სრულფასოვანი ფეხბურთელია. ჩვენ „პარმასთან“ როგორც იქნა,
კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი“.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.