ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას პსჟ-ში დებიუტის თარიღი ცნობილია

კვარაცხელიას პსჟ-ში დებიუტის თარიღი ცნობილია

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ში 26 იანვარს ლიგა 1-ის მე-19 ტურში "რეიმსთან" საშინაო მატჩში შედგება.
ქართველი ფეხბურთელი უკვე საფრანგეთშია, ის სამედიცინო შემოწმებას დღეს ან ხვალ გაივლის, რის შემდეგაც ახალ გუნდში ოფიციალურად წარადგენენ.
მოგეხსენებათ, პსჟ 23 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში საშინაო არენაზე "სიტის" უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენებურს ასპარეზობის უფლება არ ექნება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.