ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდრო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

გავლენიანი და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს.
მისივე ცნობით, ქართველის მიმართ პრემიერ ლიგიდან და პსჟ-იდან ინტერესი არსებობს, თუმცა "პარტემოპეი" ჩვენებურს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და მოლაპარაკებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
დიდი ალბათობით, ახალ შრომით ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული ვიქტორ ოსიმენის მსგავსი პუნქტი და ხვიჩას "ნაპოლის" დატოვება გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.
რომანო გვაუწყებს იმასაც, რომ "პარტენოპეიდან" ვიქტორ ოსიმენის აბარგება გადაწყვეტილი ამბავია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.