ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი - "ნაპოლის" იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა

კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი - "ნაპოლის" იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა

"ლაციოს" 29 წლის შემტევის მატია ძაკანის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" მისი კლიენტის სამსახურით იყო დაინტერესებული.
აგენტმა აღნიშნა, რომ ძაკანის "ლაციოდან" წასვლა არც კი უფიქრია და უნდა, რომ კლუბის სიმბოლო გახდეს და ამიტომ "პარტენოპეიში" მისი ტრანსფერი გამორიცხული გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ "ნაპოლის" ალეხანდრო გარნაჩოს, კარიმ ადეიემის ბოლოს კი ალან სანტ-მაქსიმინის უკავშირებდნენ, თუმცა გუნდმა ვერცერთი გარიგება ვერ გაჩარხა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში "მილანიდან" ნოა ოკაფორი ინათხოვრა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.