ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას გუნდს ახალი დირექტორი ეყოლება - ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის ერთ-ერთი წამმართველი მანა იქნება

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დადრულების შემდეგ "ნაპოლის" ახალი სპორტული დირექტორი ჯუზეპე მანა გახდება.
ის ამჟამად "იუვენტუსში" მუშაობს და ტურინულ გუნდში სწორედ "პარტენოპეიდან" გადასული კრისტიანო ჯუნტოლის მარჯვენა ხელია. სწორედ ამ ადამიანთანაა დაკავშირებული "ვეკია სინიორას" მთავარ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება.
მოკლედ, ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ აურელიო დე ლაურენტისი მანას სრულ თავისუფლებას მისცემს, მისი მოსაყვანი იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი და წასამართი ექნება სატრანსფერო ფანჯარა.
ინფორმაციისთვის, "ნაპოლიდან" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის აბარგებას წინასწარმეტყველებენ, ასევე ბევრი იწერება ხვიჩა
კვარაცხელიასაც მსურველებზე და მათი ბედის ერთ-ერთი გადამწყვეტიც და მოლაპარაკებების წამმართველიც სწორედ მანა იქნება.
შეხსენებისთვის, "ნაპოლის" სპორტული დირექტორის პოსტს ახლა მაურო მელუზო იკავებს, რომელიც გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში "სპეციადან" მივიდა და სწორედ "იუვენტუსში" გადაბარგებული კრისტიანო ჯუნტოლი შეცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.