ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას გარეშე - პსჟ "ლორიენთან" ფრედ დასჯერდა

ლიგა 1-ის ოცდამეთორმეტე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ლორიენს“ დაუზავდა - 2:2.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბაიერნთან“ მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის კვარაცხელია დაასვენა. ქართველი სათადარიგო იყო.
პსჟ 70 ქულით ლიდერია და 6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში, მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. მეორე ადგილზე 63 ქულით „ლანსია“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ლორიენი 2:2
გოლები: 1:0 მბაიე (6), 1:1 პაჟი (12), 2:1 ზაირ-ემერი (62), 2:2 ტოსინი (78)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.