კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ ჩაერთონ - ფრანგული გამოცემა „ეკიპი“

„ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენს“, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსი“ შეუერთნენ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
„პსჟ-ის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ამ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიასთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შანსი აქვს, რადგან „ნაპოლიმ“ მის ტრანსფერთან დაკვშირებით პოზიცია შეარბილა. იტალიური მედიის მიერ დასახელებული ფასი (70-დან 90 მილიონ ევრომდე) ფრანგული კლუბისთვის ხელმისაწვდომია, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის შემთხვევაში სახელფასო ბიუჯეტს გამოანთავისუფლებენ.
თუმცა, მოსალოდნელია, რომ ქართველის ტრანსფერზე „პარი სენ-ჟერმენს“ კონკურენცია ინგლისის პრემიერლიგის გუნდებმა გაუწიონ – ცოტა ხნის წინ გავრცელა ინფორმაცია, რომ გარემარბით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იყო დაინტერესებული, ახლა კი ბრძოლაში, შესაძლოა, „ნიუკასლი“ და „ჩელსიც“ ჩაერთონ“, – წერს „ეკიპი“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.