არქივი29 აპრილი, 2026, 02:51
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (5:4), პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ეს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში პსჟ-ს ფეხბურთელებს შორის საგოლე მოქმედებების საუკეთესო შედეგია (15) - ქართველმა უსმან დემბელეს მიერ გასულ სეზონში დამყარებული რეკორდი (8+6) დაამხო.
ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე მოქმედებებით კვარაცხელიაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ კილიან მბაპეს (რეალი) აქვს - 16.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.