ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - "ნაპოლი" ხვიჩას იმედადაა

"ატალანტასთან" განადგურებული "ნაპოლი" "მონცასთან" მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. კლუბის საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.
Areanapoli აღნიშნავს, რომ ქართველის დაბრუნება ფრანჩესკო კალცონას გუნდისთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, რათა როგორმე ევროტურნირის საგზური მოიპოვონ და მომავალ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.
სერია A-ს 31-ე ტურის დაპირისპირება "მონცასა" და "ნაპოლის" შორის 7 აპრილს გაიმართება. ასე რომ, კვარაცხელიას მწყობრში ჩასადგომად დრო აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.