არქივი10 დეკემბერი, 2023, 15:11
კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ გუნდის დღევანდელ ვარჯიშში ხვიჩა კვარაცხელიას მსუბუქი გრიპის გამო მონაწილეობა არ მიუღია. ის სპორტულ დარბაზში იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტესთან ერთად მუშაობდა.
საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა მეკარე პიერლუიჯი გოლინიმ, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. მარიო რუი მოედანზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და სავარაუდოდ "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში სათადარიგო იქნება.
"ბრაგასთან" შეხვედრა 13 დეკემბერს "დიეგო მარადონაზე" ჩატარდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.