არქივი25 აგვისტო, 2024, 11:24
კვარაცხელიაზე გაცილებით მეტი - რა ანაზღაურებას მიიღებს ლუკაკუ "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" და "ჩელსი" ლონდონელთა ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
"პარტენოპეი" "არისტოკრატებს" 30 მილიონს გადაუხდის, რასაც შემდგომაში 15 მილიონიც დაემატება და თავად გამოცდილ ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ ლუკაკუს ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით "ნაპოლიში" სეზონურად 8 მილიონი ევრო იქნება.
საინტერესოა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარტენოპეი" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივების შემდეგ ბონუსებით 6 მილიონ ევროს გადაუხდის.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.