ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარას მორიგი აღიარება – საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 42 წლის შემდეგ დაასახელეს

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.

„ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია 42 წლის (1981 წელი) შემდეგ, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს – სლავა მეტრეველი 1964 წელს, პირველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს – მურთაზ ხურცილავა, ხოლო 1981 წელს – რამაზ შენგელია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.