არქივი22 აგვისტო, 2025, 21:56
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ "ანჟეს" უმასპინძლებს. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად, რომელსაც ბარძაყის კუნთის მცირე პრობლემა აქვს, სასტარტოში ბრედლი ბარკოლა დააყენა.
შევალიე, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, დემბელე.
მატჩი "პარკ დე პრენსზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.