ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კვარამ" გაიტანა და რონალდოს სტილში აღნიშნა - ვიდეო "ნაპოლის" ვარჯიშიდან [VIDEO]

"ნაპოლი" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.
"პარტენოპეის" ვარჯიშიდან ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გატანილი გოლი საკუთარი კერპის, კრიშტიანო რონალდოს სტილში აღნიშნა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს კოპა იტალიაზე, 10 აგვისტოს, "მოდენას" წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეო: Calcionapoli24

ფეხბურთი ვისაც გითამაშიათ და გესმით სპეციფიკა, ბადის ხმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ ხარიხას ქვემოთ დაღმავალი ტრაექტორიით შევიდა ბურთი კარში;) მთავარია, რომ ფორმაში შედის და კონტესთან სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბევება, კიდევ უფრო მეტი შრომა მოუწევს საკუთარ თავზე, ეს განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების სრულყოფას ეხება. წარმატებები ხვიჩას ახალ სეზონში და ყველა წინამორბედი შედეგის გაუმჯობესება!

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.