ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ბექა ჯაიანის განაჩენზე - სასამართლომ ერთადერთი, სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ბექა ჯაიანის განაჩენზე - სასამართლომ ერთადერთი, სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რითაც ოჯახი კმაყოფილია, - ასე გამოეხმაურა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას აბრამიძის ოჯახის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი.
როგორც ის განმარტავს, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ადვოკატის ვარაუდით, ზემდგომი ინსტანციებიც ძალაში დატოვებენ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთადერთი, სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ბექა ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავის აღკვეთა განესაზღვრა. ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რითაც ოჯახი კმაყოფილია. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს ციხის კედლებს მიღმა გაატარებს.
ჩემი მოლოდინია, რომ განაჩენი ძალაში დარჩება და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე სასჯელის სახე და ზომა უცვლელი დარჩება.
კანონმდებლობის თანახმად, შემამსუბუქებელი გარემოება გულწრფელი აღიარებაა, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ დაინახა მის ქმედებაში გულწრფელობა, ამიტომ არ გაითვალისწინა", - განაცხადა სვიმონიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.