კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს – ,,ტვ პირველი”

კესარია აბრამიძე, წინასწარი ინფორმაციით, დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია.
“პირველების” წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს.
ჯაიანი “პირველების” წყაროს ინფორმაციით, “რატის ბარის” თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა
დომენიკ მანგო კისოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,კესარიას ბოლო ფოტო ინსტაგრამზე, რომელიც შემდეგ ინსტაგრამიდან წაიშალა, მაგრამ ფეისბუქზე დარჩა. ხელისუფლება, რომელიც ტრიბუნებიდან ყვირის ჰომოფობიურ ტექსტებს, კიდევ უფრო დამნაშავეა ამ მდგომარეობის წინაშე! ბიძინა, შენ გადაეთრევი ამ ქვეყნიდან!”

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა