კესარია აბრამიძე დაკრძალეს

თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, დღეს, 22 სექტემბერს დაკრძალეს 37 წლის მსახიობი და მოდელი, კესარია აბრამიძე, რომელიც საკუთარ ბინაში 18 სექტემბერს მოკლეს.
მოკლული ტრანსგენდერი ქალის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 სექტემბერს, კესარია აბრამიძის მკვლელობის წინა დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიზანი „წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა“.
ასევე წაიკითხეთ:
ეს არ არის მარტო ერთი ქალის მკვლელობა – ნატა ტალიკაშვილი კესარიაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე: ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა