ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„კესარია აბრამიძე ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში მოკლეს“ – მიხაელ როთი

„კესარია აბრამიძე ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში მოკლეს“ – მიხაელ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.
„ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს. პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში. ღრმად შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ “ქართულ კოშმარს” უმალ გაიწვიოს სამარცხვინო კანონი“, — წერს იგი.
მომხდარის სხვა ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.