არქივი2 მაისი, 2024, 07:55
კენიაში წყალდიდობას სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა
კენიაში წყალდიდობას ებრძვიან. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს ქვეყანაში სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიამ კენიაში ასობით საცხოვრებელი სახლი, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა.
მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა კენიის მეზობელი ქვეყნები, ტანზანია და ბურუნდი.
ექსპერტები უხვ ნალექებსა და სტიქიურ უბედურებებს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.