ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კენეტ ვოლაკი - როცა ქვეყანაში ჩინეთის ჩართულობა ხდება, არანაირი გამჭვირვალობა აღარ არის - ჩემი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა დაჟინებით მოითხოვონ გამჭვირვალობა

პრობლემა, რომელიც გექნებათ ჩინეთთან და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივასთან ის არის, რომ ჩინელები ძალიან კარგად ავლენენ ინტერესს, ერთვებიან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ქმნიან ვალის მახეს ქვეყნებისთვის. როდესაც ეს შესრულდება და ჩინეთის ჩართულობა ხორციელდება, არანაირი გამჭვირვალობა აღარ არის, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: როგორ უნდა დაიცვას ჩვენმა ქვეყანამ და ზოგადად რეგიონმა ბალანსი დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთსა და ჩინეთს შორის.
კენეტ ვოლაკის თქმით, აუცილებელია იმ ქვეყნის მოქალაქეებმა გამჭვირვალობის საკითხზე გაამახვილონ ყურადღება.
„როდესაც ჩინეთის ჩართულობა ხდება, არანაირი გამჭვირვალობა აღარ არის, აბსოლუტურად არანაირი. ის, როგორ ხდება ტრანზაქციები, სად იდება ფული, როგორ ნაწილდება და იხარჯება, ქვეყნების მოქალაქეებისთვის საიდუმლოა. ჩემი რეკომენდაციაა არა ის, ვუთხრა მთავრობებს, არ ჰქონდეთ ურთიერთობა ჩინეთთან, არამედ ის, რომ მოქალაქეებმა დაჟინებით მოითხოვონ ამ ქვეყნებში, პარლამენტარებმა, პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო საზოგადოებამ გამჭვირვალობა. მათ უნდა იცოდნენ, როგორია შეთანხმება და რა ხარჯებს იხდის ქვეყანა“, - აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.