კელი დეგნანი გვაყვედრიდა, მილიარდობით დოლარია შემოსული ამერიკის მხრიდანო, მაგრამ სინამდვილეში ამ თანხის 95 %-ი ილექება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფონდებში, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ატარებენ

კელი დეგნანი გვაყვედრიდა, მილიარდობით დოლარია შემოსული ამერიკის მხრიდანო, მაგრამ სინამდვილეში ამ თანხის 95 %-ი ილექება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფონდებში, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ატარებენ
“ხალხის ძალა” გამოჩენის დღიდან, ერთადერთი ძალაა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც ხელშეუხებელი პოლიტიკური ავტორიტეტები და აქტორები არსებობენ და რომელშიც იმყოფება ქართული საზოგადოება სიმართლის საუბარი დაიწყო” – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, “ხალხის ძალამ” დაიწყო ხელშეუხებელი “კლიშეების” მსხვრევა, რომლებიც ნაღმი იყო საქართველოს განვითარების გზაზე, რომ ჩამოყალიბებულიყო სუვერენულ სახელმწიფოდ.
“ხალხის ძალა” გამოჩენის დღიდან, ერთადერთი ძალაა, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც ხელშეუხებელი პოლიტიკური ავტორიტეტები და აქტორები არსებობენ და რომელშიც იმყოფება ქართული საზოგადოება სიმართლის საუბარი დაიწყო. ადრე რომ იყო “მოსკოვს დავეკითხები” და ცეკას მდივანზე არ შეიძლებოდა არაფრის თქმა, ახლა არის ანალოგიური სიტუაცია, როგორ შეიძლება ამერიკის ელჩის კრიტიკა, ან ამერიკის რომელიმე დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის განცხადება გააკეთო – ეს არის ზემდგომი ინსტანცია, ის რომელიც ხელშეუხებელია.
დიახ, “ხალხის ძალამ” დაიწყო ხელშეუხებელი “კლიშეების” მსხვრევა, რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია თქვათ, იყო ნაღმი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე, რომ ჩამოვყალიბებულიყავით სუვერენულ სახელმწიფოდ.
ერთ მაგალითს მოვიყვან, რა ხდება ჩინეთის შემთხვევაში? შარშან მოეწერა ხელი სტრატეგიულ პარტნიორობას, წელს უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ახლა, შესადარებლად, რამდენად უფრო მეტის მომტანია ქართული საზოგადოებისთვის ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა თუ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ეს სხვა საქმეა. მე ვსაუბრობ დამოკიდებულებასა და მიღებულ შედეგზე ერთი სტრატეგიული თანამშრომლობის.
მეორე სტრატეგიულ თანამშრომლობას რაც შეეხება – შედეგი რა არის: 10 წელი გამოდებული თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი, უვიზო მიმოსვლაზე არ არის საუბარი, ვიზის გამარტივებაზეც კი უფრო გართულებული პროცესია, შეფერხებული ინვესტიციები. თუ თქვენ მანახებთ გადარდა, 2000 წლების დასაწყისისა, ვერ მანახებთ იმიტომ, რომ ასეთი არ არის.
ქალბატონი კელი დეგნანი გვაყვედრიდა შარშან გახსოვთ? მილიარდობით დოლარია შემოსული ამერიკის მხრიდან და ამერიკის მოქალაქეების ხარჯზე საქართველომ ძალიან ბევრი სარგებელი მიიღოო. დიახ, ძალიან ბევრი შემოვიდა, მაგრამ 95 %-ი ილექება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ფონდებში, რომლებიც პირდაპირ ამერიკულ ინტერესებს ატარებენ.
პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც განსაკუთრებით “ხალხის ძალამ” გამოხატა, მიგვიყვანა ევროკავშირის სტატუსამდე, რაც სამართლიანად მივიღეთ.
ის ბატონყმური დამოკიდებულება, რომელსაც მიჩვეული იყო “ჩვენი უფროსი ძმა”- დიახ, ქართულმა საზოგადოებამ პრინციპულობით უნდა გადააჩვიოს. თუ უნდა სწორი სტრატეგიული პარტნიორობა, კომუნიკაცია და ურთიერთობა, მაშინაც მანაც უნდა გამოდგას ნაბიჯი. ეს არის რეალობა”, _ განაცხადა ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში