კეკელიძის ქუჩაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი