კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება – მონაწილეები თსუ-ს რექტორის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული 2 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ და გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოითხოვეს.
შეკრებილები უნივერსიტეტის რექტორს ულტიმატუმსაც უყენებენ, დააფიქსიროს პოზიცია დაკავებული ლექტორების საქმეზე. სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტის შენობაში შევიდა და კანცელარია დაიკავა.
“მაისის სტუდენტური მოძრაობის” აქტივისტები ძირს სხედან და აცხადებენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, სანამ რექტორის პოზიციას არ მოისმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი