ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.
პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა. მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევდა და კეკელიძის N1-ში მცხოვრებლების გამოსახლების საშუალებას არ აძლევდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილ ავტომობილს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შუშები ჩაუმსხვრია.
ადგილზე მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ამ დრომდე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანის დაკავება მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.