კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ

კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები, ამას ვეღარ დამალავენ
პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ფორმულას” ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს -ის საელჩომ ვიზა არ მისცა.
მისი განცხადებით, არავის სავიზო შეზღუდვა არ უხარია და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა, რეალურად – სანქცია, მაგრამ დასაცინია ის ფაქტი, სხვისი სავარაუდო სანქცირება რომ გიხარია და ამ დროს, თავად აღმოჩნდები სანქცირებული.
“პარლამენტის წევრების შესაძლო დასანქცირებაზე სიუჟეტებს ამზადებენ, ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მეილები თუ ნახეთო უვარდებიან ხალხს და ამ დროს თავისი მეილი არ უნახავთ.
დავით კეზერაშვილს ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერების ფულის მოპარვისთვის ვიზა რომ არ მისცა ამერიკამ, დაავიწყდა “კეზერას” კანტორას? არ დაავიწყდათ, უბრალოდ მალავენ, მაგრამ თავად რომ აღმოჩნდნენ სხვის ნაცვლად დასანქცირებულები ამას ვეღარ დამალავენ.
არავის სავიზო შეზღუდვა არ მიხარია, ჩვენი მოქალაქეების 96% ისედაც ადევს სავიზო შეზღუდვა ანუ რეალურად სანქცია, მაგრამ სხვისი სავარაუდო დასანქცირება რომ გიხარია და ამ დროს თავად ხარ დასანქცირებული, მაგრად დასაცინი ამბავია.” – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას