კევინ ჰამილტონი - მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს - დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ დაბრკოლებას გადალახავენ
მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა კანადის ელჩი თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, კევინ ჰამილტონი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„იმედგამაცრუებელი შედეგი გუშინ, საქართველოს პარლამენტში. მმართველი პარტიის კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ქართველები ამ დაბრკოლებას გადალახავენ, მათი ერისთვის დამახასიათებელი სტოიციზმითა და სიმტკიცით“, - წერს კევინ ჰამილტონი X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.