ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კბილის პასტების ქურდობისთვის პოლონეთში ქართველი დააკავეს

პოლონეთში, შვიეტოჩლოვიცეს ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქე დიდი რაოდენობით კბილის პასტების ქურდობისთვის დააკავეს.
საქართველოს 30 წლის მოქალაქე კბილის პასტებით სავსე ზურგჩანთით მაღაზიის დაცვამ შეამჩნია. როგორც პოლონური მედია წერს, იმავე მაღაზიაში შემთხვევით აღმოჩნდა პოლიციელი, ის ქურდს გაეკიდა და რამდენიმე ათეული მეტრის დევნის შემდეგ დაიჭირა. საქართველოს მოქალაქე ძვირადღირებული კბილის პასტების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.