კახი სამხარაძე – დღეის მდგომარეობით, 700-მდე პირია გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს

დღეის მდგომარეობით, 700-მდე პირია გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 150-მდე ადამიანმა მიმართა პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად.
„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. დღეის მდგომარეობით, 700-მდე ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს. 150-მდე ადამიანმა მომართა ჩვენს პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად, ასევე სხვაგვარი ბენეფიტების მისაღებად. ბუნებრივია, ამ ეტაპზე რა მონაცემიც გვაქვს, 700 ადამიანია გაშვებული, თუმცა სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდია. მიმდინარე კვირას გაცხადდა, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, საქართველოს პარლამენტში დღესდღეობით ეს პროცესი რეორგანიზაციაზე უკავშირდება მუდმივად აპარატს, მუდმივ სტაფს, სადაც მოიაზრება სხვადასხვა დეპარტამენტი. ეს ადამიანები, დღემდე ღიად არ აფიქსირებდნენ პოზიციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სისტემამ მათაც მიაკითხა. მათ მიმართაც დაიწყო რეპრესიები იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის თითოეული იმ ადამიანის განწყობა საჯარო სამსახურში. ეს კიდევ ერთი სიგნალია იმის, რომ ეს რეპრესიები ყველა საჯარო მოხელემდე მივა. სჯობს, თავის დროზე დააფიქსირონ ღიად პოზიცია, რათა შემდგომში უფრო მარტივი იყოს მათი უფლებების დაცვა“,- აღნიშნა კახი სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?