“კახი, თუ მატყუარა, აფერისტი, კორუმპირებული არ ხარ, ვაპირებ მოვიდე საკრებულოს სხდომაზე დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აწუხებს” | ხაბეიშვილი კალაძეს

“კახი, თუ მატყუარა, აფერისტი, კორუმპირებული არ ხარ, ვაპირებ მოვიდე საკრებულოს სხდომაზე დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აწუხებს” | ხაბეიშვილი კალაძეს
“კახი, თუ მატყუარა, აფერისტი, კორუმპირებული არ ხარ, ვაპირებ მოვიდე საკრებულოს სხდომაზე დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აწუხებს”, – ასე მიმართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თბილისის მერს, ს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“თითქოს თბილისელებს საცობები არ ეყოფოდათ, ათი დღიდან ადამიანი ფაქტობრივად ერთ დღეს საცობებში ატარებს კალაძის კორუფციული მმართველის პირობებში და ახლა აატალახა პირდაპირი მნიშვნელობით დედაქალაქი, ვერცერთ პროექტს ვერ ასრულებს იმ ვადაში, რომელ ვადაშიც პირდება მოსახლეობას და მეტიც, რიგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ასრულებს ამ პროექტებს. წერეთელთან დაკავშირებით ყველამ კარგად უნდა იცოდეს კიდევ ერთხელ, რომ ეს ტენდერი მოაგებინეს გარდაბნის საკრებულოს წევრის მამას, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მამას და შემდეგ ამბობენ, რომ თურმე არაფერ შუაშია კორუფცია, აქვე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის შემომწირველი „ქართული ოცნების“. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს არის კორუფციული გარიგება და ახლა, როცა გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება, დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმეს ახლა უკვე ბერას ძმაკაცს. კალაძემ ხომ იშოვა ფული, ახლა ბერამ და მისი საძმაკაცომ უნდა იშოვოს ფული. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო ის პროექტები, რომელიც დაიწყო და ვერ დაამთავრა კალაძემ – მაღლივი- ბაგების ხიდი, რომელიც 2023 წელს უნდა დამთავრებული, ახლა 2024 წელია და პროექტი დასრულებული არ არის. შეგახსენებთ, რომ ესეც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მოიგო, რომელიც თავის დროზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გახლდათ. ასევე, დიღმის ჭალებში კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა წალკოტს, გადაიხადა ასობით ათასი ლარი, მათ შორის კლიპები გადაიღო და კახი, სად არის ეს წალკოტი? ე.წ „დრაბილკები“ მუშაობენ და ნაგავსაყრელად არის იქაურობა ქცეული. ვაკის პარკთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, რომ კალაძე მივიდა, გახსნა, მოუწოდა მოსახლეობას, რომ მივიდნენ, იპოზიორა და შემდეგ ბავშვი შეეწირა მის ნამოქმედარს, მის კორუფციას და მის კრიმინალურ ფულს. მატყუარა კალაძის კიდევ ერთი დაპირება იყო ზედა სამგორიდან ლილომდე მეტროს გაყვანა, მაგრამ გინახავთ ვინმეს ეს მეტრო? 2017 წელს ვარკეთილში ჩამოვარდა ჭერი, ყველა მთავრობის სხდომაზე მუჭს ურტყამს კალაძე, რომ ახლა დავამთავრებ ვარკეთილის მეტროს ჭერს, ახლა გავაკეთებ, ასი ათასობით ლარი გამოყვეს, ხან ტენდერისთვის, ხან პროექტისთვის, 2024 წელია და ვარკეთილის მეტროში ჭერი ჯერ კიდევ არ არის. აფერისტმა, მატყუარა კალაძემ დაჰპირდა მოსახლეობას, რომ მრავალსართულიანი პარკინგები ექნებოდათ, ასი ათასობით ლარი ამ პროექტშიც დახარჯეს და გინახავთ ვინმეს მიწის ზედა ან მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკინგი? ცხადია, ასეთი არაფერი არსებობს. მეტრო გოცირიძეს რომ ფაქტობრივად 3 წელი აკეთებდა, ესეც ყველას კარგად მოგეხსენებათ. ახლა, სანამ ბრიფინგს დავიწყებდი, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ წერეთელზე ტალახის და მტვრის გარდა, ახლა გაზიც გაუთიშეს და კალაძეს არ აინტერესებს ეს, მთავარია თვითონ ხომ თბილად არის, მეტიც, ამაზე თუ შენიშვნას მივცემთ თურმე ჩვენი ბრალია. მე მინდა კალაძეს, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით რომ გამოირჩევა თითქოს და მთავრობის სხდომაზე, თავის მოურავებთან ერთად ზის ხოლმე. კახი, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა, აფერისტი, კორუმპირებული არ ხარ და თუ არ გეშინია, რაც მთავარია, კითხვები რაც გვაქვს, მე ვაპირებ მოვიდე საკრებულოს სხდომაზე და თუ მართალი ხარ, იმ საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდ ბერა წამოიყვანე, გინდ შენი პიარ სამსახურის თანამშრომლები, რომლებშიც 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, შენი ძმაკაცები, შენი სპორტსემენი, შენი ზონდერები წამოიყვანე, მზად ვარ მოვიდე და დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აწუხებს – დაწყებული საცობიდან, გაგრძელებული ინფრასტრუქტურის პრობლემებით და გაეცი ხალხს პასუხი. თუ ვაჟკაცობა გეყოფა, მე შემდეგ საკრებულოს სხდომაზე მოვალ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო – დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აქვთ და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის უკანასკნელი წელი, როდესაც რუსული პარტია მართავს ქვეყანას, თბილისს. 2024 წელს რუსული პარტია დამარცხდება და ამ წარუმატებელი პროექტების განხორციელების გარდა, უამრავი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება”, – თქვა ხაბეიშვილმა.